1903 წელს, ლონდონში, ხუთი პოეტი ქალი გამოეყო მწერალთა ასოციაციას და დააარსა „ლიცეუმ კლუბი“. სახელი უკავშირდება „ლიკეიონს“ – ძველი ათენის ფილოსოფიურ სკოლას.
დროთა მანძილზე ლიცეუმ კლუბი გახდა პროფესიაში წარმატებულ ქალთა არაპოლიტიკური და არარელიგიური გაერთიანება, რომელიც დღეს 17 ქვეყანაში არსებობს.
საერთაშორისო კლუბის მისიაა ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივ სფეროებში წარმატებულად მოღვაწე ქალები მთელს მსოფლიოში.
საქართველოს ლიცეუმ კლუბს მიენიჭება სახელი *საერთაშორისო ლიცეუმ კლუბი საქართველოში* საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ჩატარდება 2022 წელს მაროკოში. განცხადება უკვე შეტანილია და მისი რატიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ კონგრესის მიერ, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.