ლიცეუმ კლუბების საერთაშორისო ასოციაცია (IALC) არის მთელ მსოფლიოში არსებული ლიცეუმ კლუბების ეროვნული ფედერაციების ოფიციალური ასოციაცია*. ამჟამად, ლიცეუმის კლუბები მსოფლიოს 17 ქვეყანაში არსებობს. ლიცეუმის კლუბების საერთაშორისო ასოციაცია ქვეყანაში არსებობს. ლიცეუმის კლუბების საერთაშორისო ასოციაცია (IALC) არის ლიცეუმის კლუბების ეროვნული ფედერაციების* ოფიციალური ასოციაცია მსოფლიოში.

დღეისათვის, ლიცეუმ კლუბები არსებობს მსოფლიოს 17 ქვეყანაში. იხილეთ ქვეყნები და კლუბები.

ზოგიერთ ქვეყნებში, კერძოდ, კვიპროსში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ფინეთში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ლიცეუმ კლუბები ფუნქციონირებენ უმეტესად დიდ ქალაქებში. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ბელგიაში, პორტუგალიაში, შვედეთში, ავსტრიაში, დიდი ბრიტანეთში, საბერძნეთში, რუსეთსა და აშშ-ში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ თითო ლიცეუმ კლუბია დაფუძნებული დედაქალაქებში ან დიდ ქალაქებში (ფილადელფია, პენსილვანიის შტატი).

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ლიცეუმ კლუბების რაოდენობისა, ისინი შედიან ეროვნულ ფედერაციაში, შეუძლიათ მიმართონ IALC–ის წევრობის მისაღებად და ისარგებლონ საერთაშორისო ორგანოს მიერ შეთავაზებული უფლებებით და შეღავათებით.

IALC-ის სათაო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ლიცეუმის კლუბის შენობაში, ციურიხის საერთაშორისო ლიცეუმ კლუბში, სადაც დაცულია IALC-ის არქივები. ეს არის აპოლიტიკური და არარელიგიური ორგანიზაცია, რომელიც იურიდიულად ექვემდებარება შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსს.

ზოგიერთ ქვეყანაში ლიცეუმ კლუბების ეროვნული ფედერაცია მოიხსენიება, როგორც ლიცეუმ კლუბების ეროვნული ასოციაცია. ჩვენ “ფედერაცია” დავარქვით ეროვნული ორგანიზაციების ორივე სახეობას.

საერთაშორისო კონგრესებს შორის, რომლებზეც საერთაშორისო საბჭო იკრიბება, IALC-ს მართავს აღმასრულებელი ჯგუფი – საერთაშორისო ცენტრალური ბიურო.

საერთაშორისო ცენტრალური ბიუროს შემადგენლობა:

  • საერთაშორისო პრეზიდენტი;
  • საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი – ჩრდილოეთ ნახევარსფერო;
  • საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი – სამხრეთ ნახევარსფერო;
  • საერთაშორისო მდივანი;
  • საერთაშორისო ხაზინადარი;
  • ყველა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები.

საერთაშორისო ცენტრალური ბიურო ახორციელებს რეგულარულ კავშირებს ყველა ეროვნულ ფედერაციასთან და პასუხისმგებელია IALC– ის წესდების შესაბამისად მოქმედებაზე.

მურიელ ჰანარტი, საერთაშორისო პრეზიდენტი

მონიკა გეჰტერი, საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი – ჩრდილოეთ ნახევარსფერო

მერილინ მაკკინდერი, საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი – სამხრეთ ნახევარსფერო

მარი-ფრანს ტუარი, საერთაშორისო ხაზინადარი

ენი ფორმონტი, საერთაშორისო მდივანი

რას ვაკეთებთ

კლუბები არის აპოლიტიკური და არარელიგიური
კლუბები გვთავაზობენ:
განათლების გაღრმავების შესაძლებლობებს
კონკრეტული ინტერესების მქონე ჯგუფებში (წრეებში) გაერთიანებას
სხვადასხვა სფეროს ექსპერტთა ლექციების პროგრამას
დამეგობრებას და მხარდაჭერას საერთო ინტერესების გაზიარების გზით
ერთმანეთის მოსმენას და ერთმანეთისგან სწავლას
კავშირების გაფართოებას

კონგრესი

IALC XXXII კონგრესი ტრიენალე:
პერთი, აპრილი/მაისი, 2013.
ეს იყო პირველი კონგრესი სამხრეთ ნახევარსფეროში,
2001 წელს ახალ ზელანდიაში, როტორუაში ჩატარებული კონგრესის შემდეგ.

ჩატარებული ღონისძიებები

2019: სტოკჰოლმი, შვედეთი „შვედური კვალი“ კულტურული ვიზიტი
2018: ულუ, ფინეთი
IALC კულტურული ვიზიტი: მაისი, 2017: პარიზი, საფრანგეთი
2016: IALC კონგრესი: ამსტერდამი, ნიდერლანდები, მაისი, 2016 – გაიცანი ჰოლანდიელები ზღვის დონეზე, მის დაბლა და მაღლა
IALC კულტურული ვიზიტი: ბერლინი, შაბათი, მაისი, 2015
IALC კულტურული ვიზიტი: ფლორენცია, მაისი, 2014

ისევე, როგორც მრავალი ცხოვრებისეული დიდი მიღწევა, ლიცეუმის კლუბების საერთაშორისო ასოციაცია ოცნებით დაიწყო – ახალგაზრდა ქალისა და მისი მეგობრების მცირე ჯგუფის ოცნებით. ისინი მეოცე საუკუნის დასაწყისში, ლონდონში ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ქალბატონს კონსტანს სმედლი ერქვა. ის და მისი მეგობრები, კრისტინა გოვანს უითი, ელზა ჰანი, ვაიოლეტ ელქოქი და ამერიკელი ჯესი თრიმბლი, მწერალთა კლუბის წევრები იყვნენ.

1902 წლისთვის ქალები უკვე თანდათანობით იმკვიდრებდნენ ადგილს მამაკაცთა პროფესიულ სამყაროში. კონსტანსი და მისი მეგობრები გარშემო ხედავდნენ თავიანთ კლუბებში მყუდროდ მოკალათებულ მამაკაცებს. ბუნებრივია, მათ გაუჩნდათ კითხვა “რატომ არა ქალები?”

ერთმანეთთან საუბრებისას, ჯგუფში მომწიფდა გადაწყვეტილება, დაეფუძნათ ”იდეალური კლუბი [ქალთათვის] თავისი ფილიალებით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და [კლუბების ქსელი]” მსოფლიოს დედაქალაქებსა და მსხვილ ქალაქებში. როგორც ვხედავთ, მათ წინასწარ განჭვრიტეს ლიცეუმის დღევანდელი სამყარო.

კონსტანსი თავის ოთხ მეგობარს “თანადამაარსებლებად” მოიხსენიებდა. მათ ის აირჩიეს და სთხოვეს, ახალი იდეით მწერალთა კლუბის კომიტეტისთვის მიემართა. თავის ავტობიოგრაფიაში ჯვაროსნები კონსტანსი გვიამბობს, როგორ ჰკითხა მას მწერალთა კლუბის კომიტეტმა: ”და ვინ იქნება ამ ყველაფრის ორგანიზატორი?”  

ახალგაზრდული თავდაჯერებულობით აღსავსემ, მან თამამად უპასუხა: „მე!“. მისდა გასაოცრად და სამარცხვინოდ, კომიტეტმა უარით გამოისტუმრა.

უარმა არათუ ფარხმალი არ დააყრევინა კონსტანსს, პირიქით, კიდევ უფრო მეტად წააქეზა იგი. ჯგუფმა მტკიცედ გადაწყვიტა საკუთარი ძალებით დაეარსებინა ახალი კლუბი და მიუხედავად იმისა, რომ ფული არ ჰქონდათ, თავიანთი ოცნების ახდენას შეუდგნენ. თავდაპირველად, დროებითი კომიტეტი შექმნეს. რადგანაც კლუბი მხოლოდ მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის იყო განკუთვნილი, კონსტანსმა პირველი წერილები (სულ სამოცი) ამ სფეროების წარმომადგენელ წარმატებულ ქალებს დაუგზავნა. მათგან მხოლოდ ორი დაპირდა მხარდაჭერას.

პასიური გამოხმაურებით შეშფოთებულმა კონსტანსმა ხელმეორედ მისწერა მათ, ვინც უარი სინანულით გამოთქვა. ასევე მისწერა სხვა ქალებს, რომელთა დაინტერესების იმედიც ჰქონდა, თანდათანობით დაიწყო დროებითი კომიტეტის ფორმირება.

ჯგუფი მალე მიხვდა, რომ თუკი არსებობს კლუბი, უნდა არსებობდეს ადგილიც, სადაც წევრები შეიკრიბებიან. დახმარებისთვის კონსტანსის მამას, მისტერ ვ. თ. სმედლის მიმართეს. ქონების შეძენისა და ფინანსირების საკითხებში  გამოცდილი, წარმატებული ბიზნესმენი თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი იყო. მისტერ სმედლი თვლიდა, რომ ქალებს ჰქონდათ “პროფესიული ცხოვრებისა და განვითარების თავისუფლების სრული უფლება” დაჯგუფს შესაფერისი შენობის პოვნაში დახმარებას დაპირდა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა საუკეთესო ზღაპარში – და ლიცეუმის კლუბის დაარსებას ნამდვილად დაჰკრავს ერთგვარი ზღაპრული ელფერი, არსებობდა პირობა.

პირველ რიგში, დროებით კომიტეტს უნდა უზრუნველეყო კლუბში ათასი ქალის გაწევრიანება, რომლებიც გადაიხდიდნენ წლიურ საწევრო გადასახადს ერთი გინეის ოდენობით (ოცდაერთი ინგლისური შილინგი). ვერც ამ პირობამ გაუქრო კონსტანსს მიზნის მიღწევის წადილი. როგორც ის თავის ავტობიოგრაფიაში ჯვაროსნები ამბობს, ”ლიცეუმის დაარსებისას ყველაზე უცნაური ის იყო, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, წუთითაც კი არ დამიკარგავს ამ იდეის რწმენა”. ასე და ამგვარად, უფრო და უფრო იმატა წერილებმა და ინტერვიუებმა.

ახალი კლუბისთვის სახელწოდება “ლიცეუმი” ამერიკელი ჯესი თრიმბლის შემოთავაზება იყო. შეერთებულ შტატებში ეს სიტყვა გულისხმობდა ლექციების და დისკუსიების გამართვის ცენტრს. ევროპაში კი, სადაც ეს ტერმინი მრავალი საუკუნის წინ ათენში გაჩნდა, ის ამავე მნიშვნელობით აღიქმებოდა.

მალევე მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ კლუბის წევრობის უფლება არა მხოლოდ მწერლებსა და მხატვრებს უნდა ჰქონოდათ. კონსტანს სმედლის დამ შესთავაზა, მიეღოთ აკადემიური კვალიფიკაციის მქონე ქალებიც. შედგა მესამე ჯგუფიც – “წარჩინებული მამაკაცების ცოლები და ქალიშვილები”.

საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ლიცეუმის ახალ კლუბს უნდა ჰყოლოდა ლიდერი – ცნობადი, პატივსაცემი ქალი. არჩევანი შეჩერდა არგილის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილზე,  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის არტურ ბალფურის რძალზე, ლედი ფრენსის ბალფურზე. მჭევრმეტველი ლედი ფრენსისი თამამად საუბრობდა ქალთა პრობლემებზე და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გამოდიოდა სიტყვით სუფრაჟისტების სახალხო შეკრებებზე, ძალადობრივი პროტესტის მომხრე არ ყოფილა. თავდაპირველად მან გადაწყვიტა უარი ეთქვა დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელად მოწვევაზე, მაგრამ კონსტანსს მაინც შეხვდა. როდესაც ლედი ფრენსისმა ახალი ლიცეუმის კლუბის გეგმები მოისმინა, აზრი შეიცვალა და დათანხმდა, გამხდარიყო დროებითი კომიტეტის პირველი თავმჯდომარე. თხუთმეტი წლის განმავლობაში იყო იგი აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და კლუბის პრეზიდენტი. ლედი ფრენსისი შესანიშნავი არჩევანი იყო.

სულ მალე გაირკვა, რომ ლონდონის ლიცეუმის კლუბს წევრობის 1000 მსურველი გამოუჩნდა. პირველი არჩევნების შესახებ განცხადება 1903 წლის მარტში გაკეთდა; ერთ წელიწადში კლუბმა ბინა დაიდო პიკადლიზე.

ეს ამბავი ეფუძნება მასალებს წიგნიდან: კონსტანს სმედლი, ჯვაროსნები: კონსტანს სმედლის მოგონებები (მისის მაქსველ არმფილდი) (ლონდონი: დაქვორთი, 1929).