ნინო ქარუმიძე ქართველი მხატვარია, რომელიც თბილისში დაიბადა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი და ასპირანტურა. იაპონიის ქალაქ ოსაკაში გადასახლებამდე, აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. იაპონიაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში ნინო ქარუმიძემ შეიქმნა წარმატებული საერთაშორისო კარიერა. მისი არაერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა იაპონიის წამყვან გალერეებში, ამავდროულად იგი რეგულარულად მონაწილეობს გამოფენებში საქართველოშიც. მხატვარი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო არტპროექტებსა და არტ-ბაზრობებში ევროპისა და აზიის ქვეყნებში და მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს ოსაკის LADS Gallery-თან. ნინო ქარუმიძე იტალიური პრესტიჟული კონკურსის Trofeo Medusa Aurea-ს ფინალისტი იყო. ასევე, თბილისში კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პროექტს Kids’ Guernica, რომელიც იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული და შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში, იაპონიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში.