ფსიქოლოგი
ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ფსიქოლოგიის მაგისტრი. ვფლობ „ეუთოს“ ინტერვიუს ჩატარების ტექნიკის სერტიფიკატს.
გავიარე „გაერო“-ს პოლიციის კურსი. ვმუშაობ პოლიციის აკადემიის მრჩეველ/პროექტის მენეჯერი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო კრიმინალური გამოძიების ტრენინგის მხარდამჭერ პროგრამაში კიევში (უკრაინა).
ვხელმძღვანელობ დასაქმების და ტრენინგის კონცეფციის განვითარებას უკრაინის ეროვნულ პოლიციაში. 2012-2015 -თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი.
2012 წელს ვიყავი ეროვნული საგამოცდო ცენტრის თავმჯდომარე.
2004-2012 ვიყავი პოლიციის აკადემიის დირექტორის მოადგილე, სასწავლო პროგრამის მომზადების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვხელმძღვანელობდი სამსახურში აყვანას, სასწავლო პროგრამის განვითარებას და სატრენინგო მოდულების შექმნას.
2001-2004 წწ ვიყავი თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის ბიზნესისა და იურიდიული კოლეჯის დირექტორი.
1997-2000წწ წამყვანი თერაპისტი/ქეის მენეჯერი ჩიკაგოს (ილინოისი) რავენსვუდის საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრში. ვარ მრავალი პუბლიკაციის და კვლევის ავტორი.