საერთაშორისო ლიცეუმის კლუბ საქართველოს წევრები გაემგზავრნენ სიღნაღში (აღმოსავლეთ საქართველო), რათა მოინახულონ ნონკონფორმისტი ქართველი მხატვრების: ავთო ვარაზის, ვახტანგ დავითაშვილის, ოთარ ჩხარტიშვილის, თემო ჯაფარიძის, ამირ კაკაბაძის და ავთო მესხის გამოფენა “თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება” ეროვნულ მუზეუმში. სიღნაღში (აღმოსავლეთ საქართველოში). ხელოვნების დარგში ტერმინი – საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება უკავშირდება ამერიკელ ეკონომისტს, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს ნორტონ დოჯს. იგი ცნობილია როგორც საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი. ნორტონ დოჯმა 1960-იან წლებში შეიძინა მხატვრების ნახატები და კონტრაბანდულად გაიტანა ისინი საბჭოთა კავშირიდან. ფაქტობრივად, მან დასავლეთს გააცნო ეგრეთწოდებული საბჭოთა „ანდერგრაუნდის“ ხელოვნება, საიდანაც მის კოლექციაში 20000-მდე ნამუშევარია დაცული. მათ შორისაა ქართველი ნონკონფორმისტი მხატვრების ნამუშევრებიც.