თავისი კარიერის განმავლობაში თამარის ნამუშევრები გამოიფინა მრავალ გამოფენაზე. განათლება: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თავდაპირველად ჩაირიცხა არქიტექტურის ფაკულტეტზე, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე. მუშაობის ადგილი: ასოცირებული პროფესორი GIPA-ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი), ვიზუალური კომუნიკაცია/რეკლამა და კომუნიკაციის დიზაინი – ხატვა. გრაფიკული დიზაინერი სარეკლამო კომპანიებში.

გამოფენები: 2022, პერსონალური გამოფენა “შეუსაბამო გადაკვეთები” ქარვასლას ისტორიის მუზეუმში, კურატორი ლიკა მამაცაშვილი.
2023 წელს თამარი აქტიურად მონაწილეობდა პროექტში “თავისუფალი ქალაქი”, ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, კურატორი მამუკა ცუცქირიძე.

2023 წელი, „კავშირები“, ევროპის დღისადმი მიძღვნილი, ჯგუფური გამოფენა, კურატორი ხათუნა ხაბულიანი.
2023 წელი, ჯგუფური გამოფენა „ჩვენი დრო“, კურატორი ხათუნა ხაბულიანი, ელიჩკა ნადარეიშვილი.

2024 წელი, “Holiday/Fiesta” n9Gallery-ში, კურატორი მაკა იოვაძე.
2024 წელი, “რენოვაცია” ჯგუფური გამოფენა, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში, ქუთაისი. კურატორები ელისო ჩოგოვაძე, მამია ტყეშელაშვილი.
2024 წელი, კარდანახის ხელოვნების ფესტივალი, კურორტ ამპელოში. დამფუძნებელი გურამ მახოშვილი.
2024 წელი, ფერეიდანელი ქართველებისადმი მიძღვნილი პროექტი “საქართველოს ცის ქვეშ”, კურატორი მამუკა ცუცქირიძე, თბილისის ფოლკლორის ეროვნული ცენტრი.
2024, “სახლი”, ქართველი მხატვარ ქალთა ჯგუფური გამოფენა ბაზელში, შვეიცარია, კურატორი სოფო ქებურია, გალერეა N9, ლიცეუმ -კლუბი ბაზელი & ლიცეუმ-კლუბი თბილისი.
პუბლიკაცია: At.ge – ონლაინ პლატფორმა. “შეუსაბამო გადაკვეთების” შესახებ: თამარ გედევანიშვილის სოლო გამოფენა ქარვასლაში, 06/08/2022. ხათუნა ხაბულიანი, დოქტორი, ხელოვნებათმცოდნე, კურატორი.
Collect Art/Spring Issue, სეზონური გამოცემა, VOL 41, თბილისი, საქართველო, აპრილი, 2024. ინტერვიუ თამარ გედევანიშვილთან. თამარ ხელაშვილი, Collect Art-ის დამფუძნებელი და არტ მენეჯერი, თბილისის ხელოვნების ბიენალეს დამფუძნებელი, დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი.

tamgedevani@gmail.com web-ko.github.io/Tamar-Gedevanishvili instagram.com/gedevanishvilit