დაიბადა 1959. 06.11 ქ. თბილისში.                                                                                                                         

1980 წ. საქართველოს  შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა  და  კინოს  მსახიობის  ფაკულტეტის  (პედაგოგი ლილი  იოსელიანი)  დამთავრებისთანავე, დიდი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის მიხეილ თუმანიშვილის მიწვევით გახდა კინოსტუდია  „ქართული ფილმის“  თეატრალური  სახელოსნოს მსახიობი. დღემდე თუმანიშვილის  თეატრის  წევრია.   

 ამჟამად – თეატრალური ხელოვნების დოქტორის ხარისხის მაძიებელია. არის საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის; საქართველოს კინოაკადემიის;       

 განათლების სამინისტროს სახელოვნებო განათლების რეფორმის ჯგუფის წევრი.                                          საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების დღისა და ინტეგრირებული /ინკლუზიური თეატრის დღის დაწესების ერთერთი ინიციატორი.

 შესრულებული აქვს 100-დე როლი თუმანიშვილის, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის, თეატრალური სარდაფის, ილიაუნის, თავისუფალ თეატრებში, კინოში, ტელეფილმებში, სატელევიზიო  და რადიო დადგმებში. გახმოვანებული აქვს ანიმაციური ფილმები და სპექტაკლები გაბრიაძის მარიონეტების თეატრში.                              მონაწილეობდა გახმაურებულ  საესტრადო  პროექტებში.

ავტორი პუბლიკაციისა  „ინკლუზიური/ინტეგრირებული თეატრალური ხელოვნების ასპექტები“ (საქართველოს კულტურის აკადემია, „სტუდია ასტეროიდი“). პუბლიკაციები  ჟურნალებში: „ცხელი შოკოლადი“,  „ჩვენი მწერლობა“, „კულტურა+“.

დადგმული აქვს სპექტაკლები თუმანიშვილის თეატრში:  „ზვავი“ (2013 წ. ტრაპიზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი), „შიში N 1“, „ხომ არ აფრენ?“  

2008 წლიდან დღემდე: დრამის, მსახიობის ოსტატობის პედაგოგი: ვალდორფის სკოლა, ევროპული სკოლა,  New School, ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია, სამხატვრო აკადემია, ილიას უნივერსიტეტი. 

დადგმული აქვს სასკოლო და სტუდენტური  სპექტაკლები: „მევიოლინე სახურავზე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ენი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“.