დავიბადე 1968წლის 26ივნისს ქალაქ თბილისში,დედა პოეტი, მამა მოქანდაკე, ბავშვობიდან ვხატავდი, 1985 წელს დავამთავრე 55ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო აკადემიაში,ფერწერის ფაკულტეტზე,მე3 კურსიდან გადავედი თეატრის ფერწერაზე,1991წელს წარჩინებით დავამთავრე აკადემია,1999-2000წლებში თეატრალურ სარდაფში გავაფორმე ორი სპექტაკლი: ბალზამინოვის ქორწინება და ღამე მშვიდობისა დედა,ორივეს რეჟისორი ნინო ლიპარტიანი, 2005წელს მივედი რუსთავი2ში,ვიყავი ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად და შაბათის შოუს მხატვარი,2007წლიდან იმედში სერიალ შუა ქალაქის მთავარი მხატვარი,2011რუსთავი2ში,სერიალ ალუბლების ქუჩის მთავარი მხატვარი,2013წელს იმედში,ერთხელ საქართველოში, სკეჩების მხატვარი,იმავე წელს ღამის შოუ სტუდიის სერიალ შუაქალაქში 10წლის შემდეგ მთავარი მხატვარი,2017წელს ღამის შოუ სტუდიასთან ერთად ქალაქ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის და რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფლის მხატვარი,2019-2024წლებში ტელეკომპანია პოსტივის მთავარი მხატვარი,2026წლის 6ივნისს გახსნა ჩემი პერსონალური გამოფენა დაბრუნების ფერი, გალერეა წითელ კვადრატში.