ორფის-მუსიკის პედაგოგი, მუსიკის თერაპევტი
2015 – დღემდე: ქ.ზალცბურგის კარლ ორფის ინსტიტუტისა და მოცარტეუმის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ორგანიზაცია „ჯეორფის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი
https://www.facebook.com/ORFFSTUDIO/
დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუს. გიმნაზია“ ნიჭიერთა ათწლედი“, სწავლა გააგრძელა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში (საფორტეპიანო ფაკულტეტზე რ.თავაძის კლასში (მაგისტრი))
2003 წლიდან სწავლობდა და კვალიფიკაციას იმაღლებდა: ქ. ზალცბურგში კ.ორფის მუსიკისა და ცეკვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გერმანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თანამშრომლობდა : UNICEF,WORLD VISION GEORGIA, TERRES DES HOMMES, UNESCO, YMCA, stART INTERNATIONAL და ა.შ. რაც გულისხმობდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, საქართველოში მცხოვრებ უმცირესობის წარმომადგენელ თემებთან, ასევე მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა ბანაკებში და ბუფერულ ზონებში, მუსიკის თერაპიის მიმართულებით მუშაობას.
დღეს აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში და მათ განხორციელებაში, მუშაობს პედაგოგებთან ასევე ,როგორც ტიპიური განვითარების ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან .