კოორდინატორი
უძრავი ქონების აგენტი, ხელოვნებათმცოდნე
უძრავი ქონების “ერდო ჯგუფის” აგენტი.
დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.
ვმუშაობდი მეცნიერებათა აკადემიის არქივში; ჩუბინიშვილის სახ.ხელოვნების ინსტიტუტში,მეცნიერ თანამშრომლად; სატელევიზიო სტუდია “აუდენციაში” ოფის მენეჯერად, დირექტორის თანაშემწედ.
სტუდიაში ყოფნის პერიოდში ვიყავი პროექტ “იმედის ბაღების” ავტორი და განვახორციელეთ ქ.თბილისის პირველი საშუალო სკოლის წინ სკვერი. შემდგომ ვიყავი პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების” ქალთა ორგანიზაციის წევრი.
დავამთავრე NDI-ის მომავალ ლიდერ ქალთა კურსები. მყავს ორი შვილი, თორნიკე და ელენე და ორი შვილიშვილი, გიორგი და ალექსანდრე.
ჰობი: მცენარეები, მუსიკა.