ფილოლოგი, მუსიკოსი
ფილოლოგი – მთარგმნელი, რედაქტორი, მუსიკოსი – ლირიკული საესტრადო ჟანრის სიმღერების და ტექსტების ავტორი.
ვაჟთა ტრიო „ბალადას“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
თბილისის მსახიობ ქალთა გუნდის „ბენეფისის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA Georgia) კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე და ამ ასოციაციასთან არსებული გუნდის ხელმძღვანელი.
საავტორო და ქართული სიმღერის სამასტერკლასო შემოქმედებითი ურთიერთობა აქვს ნიდერლანდებთან 1994 წლიდან, გერმანიასთან – 2015 წლიდან.
საავტორო სიმღერების კონკურსების ლაურეატი.
გადაცემა „კინომელოდიას“ ავტორი და წამყვანი რადიო „მუზას“ ეთერში.
გამოშვებული აქვს 4 საავტორო კომპაქტ-დისკი, ასევე საბავშვო სიმღერების სანოტო კრებული.
ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას უცხოელი სტუდენტებისთვის ქართული სიმღერის შესწავლის მიზნით.