სამკაულის დიზაინერი
ქართული სამკაულის ბრენდის ” ნატანავა” შემქმნელი ნატალია გეგენავა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა.
2002 წელს მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მან შეისწავლა ტიხრული მინანქრის ტექნიკა. თავის ნაკეთობებში ნატალია ცდილობს სამკაულის ტრადიციულ ფორმას თანამედროვე სახე მისცეს.
2002 წლიდან ნატალია გეგენავა მონაწილეობს გამოფენებსა და კონკურსებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: იაპონია, ესპანეთი, ინგლისი, შეერთებული შტატები, ისრაელი, საფრანგეთი.