საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი პანისტი,  წარმატებით მოღვაწეობს როგორც სოლისტი, თანამშრომლობს მრავალ  კამერულ ანსამბლთან და ორკესტრთან.  იგი ხშირად არის მიწვეული საერთაშორისო ფესტივალებზე და მასტერკლასებზე ევროპის სხვადასხვა  ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ნათია ბერაიას პირველი მუსიკალური ნაბიჯები დიდწილად უკავშირდება ზ.ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სკოლას „ნიჭიერთა ათწლედს“ და თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიას. 2020 წელს კი მან მოიპოვა მუსიკის დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნათია ბერაია მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. ასევე გავლილი აქვს მასტერკლასები მსოფლიოს ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ეთერ ანჯაფარიძე, იანინა ფიალკოვსკა, პიტერ დონოჰო  და მრავალი სხვა. ნათია არის რამოდენიმე კულტურულ-სოციალური პროექტის ავტორი და განმახორციელებლი. აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო  მუსიკალურ ორგანიზაციებთან და ხშირად ატარებს კონცერტებს და მასტერკლასებს შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და ინგლისში. ასევე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას და ეხმარება ახალგაზრდა თაობის მუსიკოსებს.