მევიოლინე

თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მევიოლინე საქართველოში.  იგი მოღვაწეობს როგორც სოლისტი და ასევე ასრულებს ანსამბლში მსოფლიოს მრავალ საკონცერტო სცენაზე.

ბავშვობაში ვუნდერკინდმა,  გამარჯვება მოიპოვა მრავალ საერთაშორისო კონკურსზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ინგლისი, მონტე-კარლო, ლიეტუა). ჯულიარდის სკოლის ლეგენდარული პროფესორის  – დოროთი დილეის ინიციატივით კი  სწავლა განაგრძო ამერიკის შეერთებულ შტატებში.  ამ პერიოდის განმავლობაში ნათია მიწვეული იყო ასპენის ცნობილ მუსიალურ ფესივალზე, სადაც შეასრულა ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და მსმენელის და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

DAAD  ს სტიპენდიის მოპოვების  შემდეგ, სწავლა განაგრძო კიოლნის კონსერვატორიაში სადაც დაინტერესდა თანამედროვე მუსიკის გაცნობით და შესრულებით. ამჟამად იგი თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ანსამბლთან და ორკესტრთან.

ნათია მდინარაძე  რეგულარულად მონაწილეობს  სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში და ასრულებს  მრავალი მუსიკალური მიმინარეობის ნაწარმოებებს.  ასევე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, გზას უკვალავს ახალი თაობის მუსიკოსებს  და ეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.