
1987 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, 2004 წელს მივიღე ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
20 წელი ვმუშაობდი მეცნიერ-მუშაკად ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის კათედრაზე. ვკითხულობდი ლექციებს. შემდეგი 15 წელიწადი ვასწავლიდი სახვით ხელოვნებას საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალ სკოლაში“. ვარ ხელოვნების სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი (ნ. იოსელიანთან ერთად, 1-9 კლასები).
მიყვარს მოგზაურობა და ხელსაქმე, ვლაპარაკობ:ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, ბერძნულ ენებზე.