ბიოქიმიკოსი
სამეცნიერო თანამშრომლობისა და გარე ინოვაციების დირექტორი, ნოვარტისის ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტი, ბაზელი, შვეიცარია
თეა კეკელიძე ხელმძღვანელობს ფუნდამენტურ და კომერციულ მეცნიერებებს შორის თანამშრომლობის განყოფილებას Novartis- ში, რომლის მიზანია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების თარგმნა ინოვაციურ სამკურნალო საშუალებებში, ფუნდამენტური მეცნიერებისა და ფარმაცევტული მედიკამენტების აღმოჩენის შერწყმის გზით.
თეა არის ბიოქიმიკოსი, დამატებითი გამოცდილებით ნეირომეცნიერების დარგში. მან დაამთავრა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დოქტორანტურა, სადაც ასევე იყო ამ სკოლის ფაკულტეტის წევრი. ნოვარტისის ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტში (NIBR) გაწევრიანებამდე, თეა ხელმძღვანელობდა ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტებს ციურიხის უნივერსიტეტში. იგი ასევე პასუხისმგებელი იყო პარტნიორობის დამყარებაზე შვეიცარიის აკადემიურ, კლინიკურ და საწარმოო სექტორებს შორის, ტვინის დაავადებების სამკურნალო გზების დადგენის მიზნით. ნოვარტისში კი თეა უწინდელი თანამდებობა იყო სამეცნიერო საბჭოს მენეჯმენტი.
თეა არის სამეცნიერო სტატიების დაწიგნების თავების ავტორი, და ნატოს დარგობრივი „სამეცნიერო სერიების“ რედაქტორი. მას ორგანიზებული აქვს სამეცნიერო კონფერენციები და თავმჯდომარეობდა საერთაშორისო სესიებს ბიო-მედიცინაში ფუნდამენტური აღმოჩენების პრატიკაში დანერგვის შესახებ. თეა ასევე იყო საქართველოს მთავრობისა და ნატოს სამეცნიერო პროგრამის მრჩეველი, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამების სფეროში.