26 თებერვალს, საზეიმო კონცერტით აღინიშნა საქართველოში საერთაშორისო ლიცეუმ კლუბის დაარსება.
კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მუსიკოსებმა – ნათია მდინარაძემ (ვიოლინო) და ნათია ბერაიამ (ფორტეპიანო).

კონცერტი სიტყვით გახსნეს საქართველოს ლიცეუმ კლუბის პრეზიდენტმა ცირა ბიუიკმა და Steinway & Sons ის წარმომადგენელმა ანა ნიკურაძემ.
კონცერტი გადაიცემოდა Live ში Youtube ის ქსელის მეშვეობით და მისი მოსმენა შესაძლებელი იყო ლიცეუმ კლუბის 17 წევრ ქვეყანაში.